Skip to content

3 თვე “საწიგნეთში”

May 28, 2012

როგორც მოზარდების უმეტესობა, მეც არდადეგებზე ვიცლი წიგნებისთვის. ახლა, როდესაც ჩემი ქალაქი ჩვეულმა მზემ და თბილმა ჟინჟვლამ შეიპყრო, წიგნის კითხვა უფრო ტკბილი და აღმტაცი მეჩვენება.
აბა რა ჯობია ჩემს ვერანდაზე.. მოხერხებულ ტახტზე წამოწოლას და ხელში დაჭერილ სქელ წიგნს? თან თუ ცივ ყავასაც მიაყოლებ სიამოვნების ზენიტში ამოყოფ თავს. უფრო კარგი რაც მახსენდება, ჩემი სოფლის ტყეში, ვეებერთელა ხის ჩრდილის ქვეშ წამოწოლა, ჩიტების ჟღურტულის მოსმენა და თან კითხვაა.
არვიცი თქვენ რა დღეში ხართ ამ გამოცდების პერიოდში, მაგრამ მე უკვე მეტ-ნაკლებად შედგენილი მაქვს იმ წიგნების სია, რომლის წაკითხვასაც ვაპირებ: Read more…

გაზაფხულის მიწურულს..

May 25, 2012

ხომ წარმოგიდგენიათ..
აი გაზაფხული.. ღია და სათნო, რაღაც კარგად ჩასახუტებელი.. ჩასაკოცნი..
ნაზი ქალი.
სწორედ ამ განწყობით ვემშვიდობები. და რაღაცნაირად მიჭირს.. ყვავილს სულს რომ შეუბერავ და რომ გაცვდება ფურცლები, და მერე სადღაც გადაკარგულში მიფრინავენ, საწყალი ჩიტებივით, უფრო ლამაზადაც კი.

 იცით გაზაფხულის მიწურულს რაზე მეფიქრება? სიგიჟეზე და სიწყნარეზე. როგორი საოცარი სეზონია, გიჟი და თბილი, ნაზი..
გაურკვეველი ბინდიდან გამოვცურე და მუსიკის, ნაყინის და მარწყვის მორევში ჩავიძრე, ღრმად..
ღრმად..  Read more…

ჩემი ტივტივა

May 24, 2012

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ისედაც ძნელ ცხოვრებას ჩვენ კიდევ უფრო ვაძნელებთ.
აი, მაგალითად მე!
ზოგი ჩემს ამბავს და ცხოვრებისეულ განწყობას გაზაფხულის სიგიჟეს დააბრალებდა, ზოგი ჩემს უჟმურ და ბოღმიან ხასიათს. ფაქტია, რომ რაღაც–რაღაცეებმა ჩამძირეს.. მახრჩობს ადამიანთა განწყობა, ურთიერთობები, ჩარევები, გარჩევები და ვხვდები, რომ ზღვაში გაშვებული ჩემი უზარმაზარი გემი იძირება, და მეც, უზარმაზარ, უკიდეგანო სივრცეში ერთი ტივტივის ამარად ვრჩები.. მარტო და რაღაც საშინელის მოლოდინში.
და ყველაფერი ამის ძირითადი მიზეზი იცით რა არის?–სამართლიანობისკენ და თანასწორობისკენ სწრაფვა. ყველას განსხვავებული ხედვა აქვს ამ თემისადმი, ამიტომაც ყველაზე განსხვავებული აზრის პატრონი საბოლოოდ ჩემნაირ ტივტივაზე აღმოჩნდება ხოლმე.
გარიყვა–არა, ასეთ დროს არავინ არ გვრიყავს, ჩვენ თვითონ ვიუბედურებთ თავს, გვგონია, რომ არავის ვჭირდებით.. მაგრამ ეს ცხოვრების გაძნელების ერთ–ერთი ფორმაა.. Read more…

მზისთვის მოწყვეტილი სხივი-ბედნიერება

May 15, 2012

არტურ შოპენჰაუერი:
ადამიანები ათასჯერ მეტს ზრუნავენ სიმდიდრის მოპოვებაზე, ვიდრე სულიერ და გონებრივ განვითარებაზე, თუმცა კი ჩვები ბედნიერებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენშია, ვიდრე ის, რომელსაც ვფლობთ.

ასე ფიქრობდა გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი.. შენ შეგიძლია მიიღო, ან არ მიიღო მისი ცხოვრებისეული პოზიცია, მადლიერებით წაიკითხო და გამხნევდე, ან პირიქით, ჩათვალო, რომ ეს “მაღალი მატერიაა”, ზოგადი ცნებები და შენს პირად პრობლემებთან საერთო არაფერი აქვს, შესაბამისად, ვერც მათ გადაჭრაში დაგეხმარება…
თუმცა საქმე ბედნიერების სრულ გაგებაშია, და არა იმაში, ვგრძნობთ თუ არა მას რეალურად.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი, როგორ მოვიპოვით ეს ყოვლისმომცველი გრძნობა, რომლის გარეშეც ყველაფერი უინტერესო და ნაცრისფერია? პრობლემა ისაა, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, ბედნიერების გარდა.
“ადამიანები საკუთარი ბედითაც ისევე კმაყოფილები რომ იყვნენ, როგორც საკუთარი თავით, მათი უმრავლესობა ბედნიერი იქნებოდა. ჩვენი უბედურების საიდუმლო ისაა, რომ ზედმეტად ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა ბედნიერები.” ჯორჯ ბერნარდ შოუ.  Read more…

მე შენში ვკვდები…

May 11, 2012

მე არ მოვმკდარვარ,გარდავიცვალე,
უსასრულობის შევცურე ზღვაში,
მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე,
დედამიწიდან გავფრინდი ცაში,
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
და ჩავტოვე შენში ჩემივე სული♥ (

 

წამით ვხუჭავ თვალებს.. და წარმოვიდგენ..
როგორ გავფრინდი..
როგორ მოვკვდი შენში..
როგორ ვცხოვრობ შენში, მუდამ… როცა მინდა ჩაგიკრავ გულში, ჩაგიხუტებ და გკითხავ: მაკოცებ? შენ კი თვალებს დამახუჭინებ და დამიკოცნი, ისე, რომ შენი სურნელი მუდამ ჩამრჩება თვალებში და გულში.

Read more…

გიტოვებთ გაცვეთილ სიყვარულს და გახეხილ სიტყვებს/ანუ ნახვამდის!

April 29, 2012

მთელი ცხოვრება ამ დღისთვის ვემზადებოდი!
ვემზადებოდი, მაგრამ აზრად არ მომსვლია, რომ შენი დატოვება ჩემი გიჟური გრძნობების გამო მომიხდებოდა!
გტოვებ..
და მივდივარ.. უნდა გადავეშვა ზღვაში, სადაც სულ სიყვარულები ყრია, სადაც ვერ გავაცნობიერებ როგორ ვიცვლები და გაბოროტებული ყველაზე ვანთხევ ამ სიძულვილს… მაპატიეთ, მე არ მინდოდა.
როგორ მიმძიმს–ყველას მხიარული, ხან მოწყენილი, ჭკვიანი, პროზაიკოსი ადამიანი ვგონივარ.. და ვერავინ ხვდება რა იმალება ჩემს მიღმა. თუმცა საქმე ისაა, რომ მეც ვერ ვიცნობ ჩემს თავს, ვერ ვხვდები რა მინდა, რა მჭირდება, რისთვის გავჩნდი, ის მჭირს, ზოგჯერ ცხოვრება რომ სძულდება და სიკვდილი რომ უნდება!
ახლა ნაყინს ვჭამ და სიამოვნების ზენიტში მყოფი არაფერზე ვფიქრობ. არა, არც ვნანობ.. უბრალოდ თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებს–მე უნდა შევძლო! –უნდა შევძლო და დავტოვო უძლეველის კვალი, უნდა ვაჩვენო ყველას, რომ მეც ადამიანი ვარ, რომ არ ვარ ის, უწყინარი თოჯინა.. ამომივიდა ყელში ჩემი სახელი და ჩემი პიროვნება… მინდება ადამიანი, რომელიც გამიგებს, რომელიც ჩემი ყველაზე, ყველაზე დიდი მეგობარი იქნება. რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვეყვარები, რომელიც ჩემი ძმა (და) იქნება.
მერე ამ ოცნებებში ჩაძირულს ერთი რამ მახსენედება–ერთერთმა თქვენთაგანმა ერთხელ მითხრა, რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მეგობარი მე ვარ, მაგრამ ყველაზე ხშირად მასთან მომდის უთანხმოებები!–ერთადერთი საკითხია, რაშიც გეთანხმები.. და მაინც მადლობა, რომ აქამდე მიმიყვანე, მიმახვდრე ბევრი რამე და მეც აღარ (ვეღარ) ვნანობ, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება შენთან ურთიერტობა მქონოდა! :(
თუმცა ეს სხვა საკითხია :(


ერთადერთი რამ მრჩება–დაგტოვო შენ (იმედი მაქვს დროებით, მაგრამ მაინც!) ჩემნაირ ადამიანს გაცვეთილი სიყვარული შეუძლია, და გახეხილ სიტყვებს ისვრის იქეთ–აქეთ.. ხოდა ყველაფერს გიტოვებ, რაც შემძილია, რაც მიყვარს (გაცვეთილად)
ნახვამდის! შენ, ჰო, შენ იმ ერთადერთთა სიაში ხარ, რომელსაც ვენდობი, და რომელსაც ყველა ჩემი სატკივარი ჩემი “ნახატებით” გავაცანი! :)
მიყვარხარ! ;)

P.S -რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ეს პოსტი კონკრეტულ პიროვნებას ეძღვნება! ასე არ არის! პოსტი ზოგადად თქვეზე, ყველა მკითხველზეა :)  

ბავშვობა– ანუ მზეობანას თამაში

April 23, 2012

მზეობანა–ეს ჩემებურად ბავშვობის სანატრელ, და მუდამ მოსაგონებელ პერიოდს ასახავს.. დადგა ეს მოსალოდნელი წუთიც და მთლად დაიცალა მზეებით სავსე დიიიდი კასრი..
საუბედუროდ, თუ სასიხარულოდ მე უკვე ჩემს თავში ვეღარ ვპოულობ ოხუნჯ, ცელქ, და მორიდებულ ბავშვს, რომელიც უზრუნველად ცხოვრობდა სამზიანეთში.
დამთავრდა მზეობანა.. თან როგორ ნელ–ნელა, მწვავედ.. მზეობანა წვიმობანამ შეცვალა.
როდესაც ბავშვობაში:

  •  როდესაც ერთი სული მქონდა როდის წავიდოდი ბებოსთან და ბაბუსთან ერთად სოფელში, ახლა სულაც არ მეხამუშება მოხუც ხალხთან ერთად მგზავრობა, და უინტერესო თემების განხილვა.
  • როდესაც კოვზი თვითმფრინავივით შემოფრინდებოდა პირში, ახლა არავინ მაძალებს ჭამას, გინდა? არამც.
  • როდესაც ეზოში ჩასვლას გამუდმებული ძახილი მოყვებოდა, სახლში ამოდი, ჭამის დროა.. ახლა კი არც ჩავდივარ ეზოში, რომც ჩავიდე ვინ დამიძახებს.
  • როდესაც ავტობუსით არ მიშვებდნენ მეგობრებთან, ახლა სადაც მინდა იქ დავდივარ, 11–მდე და უფრო გვიანობამდეც კი.
  • როდესაც ქალაქობანაზე, წეროებზე, კლასობანაზე, ექიმობანაზე, და დედა–შვილობანაზე ჭკუა მეკეტებოდა და ბარბეით სავსე მქონდა ოთახი, ახლა სულ არ მაინტერესებს ეს “უაზრო” თამაშები.
  • როდესაც ზღვაზე წასვლისთვის ყველაფერს ვუსრულებდი მშობლებს, ახლა სულ აღარ მიყვარს ზღვაში ცურვა და გარუჯვა. Read more…

უცნობი ქალის წერილი

April 14, 2012

13 წლის გოგონა, რომელიც მოსაბეზრებელ ცხოვრებას უცნობი ადამიანის “გაცნობით” იხალისებს–ეს შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი”–ს მთავარი პერსონაჟია. როგორც ამ მოთხრობის ყველა მკითხველს, მეც დამეუფლა “ზღაპრული” გრძნობა, რომლისთვისაც მინდოდა ბოლო მომეღო.
მართლაც არარეალურია, რომ 13 წლის გოგონა ერთი დანახვით “სიყვარულს” პოულობს, თან ამ ერთ დანახვას ლოგიკირად უარყოფითად უნდა შეხვედროდა (რადგან თვითონ ეს კაცი სახლში ყოველ დღე სხვადასხვა ქალთან ერთად მოდიოდა)  თუმცა ამ მოთხრობაში სრულიად უსარგებლოა რეალურის და არარეალურის გარჩევა.. უფრო საინტერესო გამოდგა პიროვნების/პერსონაჟის შესწავლის პროცესი.
მაშ რას გრძნობდა გოგონა? ერთი შეხედვით ეს იყო შვება, ღატაკი, მორცხვი გოგოსთვის–ეცხოვრა სხვისით. შეიძლება შვება ერქვა იმ გრძნობას, რასაც გოგონა სრულიად უცხო მამაკაცისადმი განიცდიდა. თუმცა შვებასთან ერთად ის გრძნობდა ტანჯვას, ტკივილს. ხოლო ტანჯვა სიყვარული არ არის. დასაშვებია, რომ გოგონა ფანატიკურ “სიყვარულს” განიცდიდა მწერლისადმი, მაგრამ რითი იყო ეს ლტოლვა გამოწვეული? განა მხოლოდ გამხიარულებით? თუ იმითაც, რომ ღატაკმა გოგონამ სრულიად უცხო “რასის” წარმომადგენელი ადამიანი დაინახა, რომელსაც ფულიც ჰქონდა, ბევრი წინებიც, მოსამსახურეც და ქალებიც?! თუ არ ვცდები ამგვარ სიყვარულს ფანატიზმი ჰქვია, და ამ გრძნობას უსაზღვრო ინტერესი იწვევს.
გავიდა დრო.. Read more…

ეს საოცნებო ვერანდა

April 12, 2012

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ბავშვები ოცნებაში ამოგზაურა ვალტ დისნეი იყო.. მან შექმნა იმპერია, რომელიც დრემდე ვერცერთმა კონკურენტმა ვერ დაანგრია. ასეა, თუ ისეა, ოცნება ოცნებაა.. და ბავშვის გარდა ის არავის სიამოვნებს.
და მაინც, რაზე ოცნებობს ჩემი ასაკის მოზარდი? –კარგ ცხოვრებაზე, შეყვარებულზე, დიდ სახლზე და აიპადზე?
მარტივია ასე თქმა. თანაც უმარტივესი.
მაგრამ ახლა მე დავსახავ გეგმას, რომელზეც მე პირადად ბევრჯერ და დიდი ხნით მიფიქრია–ეს არ არის ზებუნებრივი და ფილოსოფიური საკითხი,  არამედ ჩემი ცხოვრების საუკეთესოდ წარმართვის “გზაა”, რომელსაც იმედი მაქვს ზემიწევნით, გადაუცდომლად გავყვები.


ჩემი “საოცნებო” პერიოდი იწყება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (როგორც ყველა გოგოსი) ასე, რომ დავიწყოთ!

Read more…

და აღსდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა

April 11, 2012

“და აღსდგა მესამესა დღესა, მსგავსად წერილისა” (მრწამსი. მეხუტე მუხლი)

“ქრისტე აღსდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”–ეს ძველი საგალობელია, რომელიც ეკლესას თვით მოციქულებმა უბოძეს.
–”ქრისტე აღსდგა!”
–ჭეშმარიტად აღსდგა! –ასე ესალმებიან ქრისტიანები ერთმანეთს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში. ეს ფრაზები უდიდეს სულიერ დატვირთვას ატარებენ–თითქოს ამ სიტყვების წარმოთქმისას ქრისტე ეხება ჩვენს გულებს.
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას პასექსაც ვუწოდებთ, ძველ აღთქმისეულ პასექთან შინაგანი კავშირის გამო. ეს უკანასკნელი კი, ისტორიულ ფატს, ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლას უკავშირდება.

ქრისტე მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომა კაცობრიობისა და მთელი კოსმოსის ისტორიის უმთავრესი მოვლენაა. ქრისტეს აღდგომა არის ჩვენი უკვდავების დამტკიცებიდა და მკვდრების მომავალი აღდგინების პირველსახე, ახალი სიცოცხლის დასაბამი და კაცობრიობის ორ ტირანზე–ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე გამარჯვება. Read more…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 56 other followers